ისრაელში “ჰამასის” თავდასხმა აშშ-ის 9 მოქალაქე ემსხვერპლა, – შესაბამის ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ადასტურებს.
განცხადებას CNN -ი ციტირებს.
“ამ დროისთვის შეგვიძლია, დავადასტუროთ აშშ-ის ცხრა მოქალაქის გარდაცვალება. ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ მსხვერპლთა და დაშავებულთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.