დავით კირკიტაძე: საჯაროობის მომხრე ვართ

“საჯაროობის პროცესის მომხრე ვართ”, – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესის ცვლილების საკითხს.

მისივე თქმით, აბსოლუტურად ყველა კენჭისყრა ღია უნდა იყოს.

“რომ არ ჰქონდეს კიდევ ცდუნება ვინმეს, “ქართული ოცნების” შიგნით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამ მართლაც მავნებლურ პროცესს, მხარი არ დაუჭიროს, ამისთვის აპირებენ რეგლამენტში ცვლილების შეტანას. ჩვენ მომხრე ვართ იმის, რომ აბსოლუტურად ყველა კენჭისყრა იყოს ღია. საჯაროობის პროცესის მომხრე ვართ, თუმცა ვართ წინააღმდეგი იმ მანკიერებისა, რასაც “ქართული ოცნება” ამკვიდრებს, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ჭრიან და კერავენ კანონებს”, – აცხადებს დავით კირკიტაძე.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება – ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები