მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა. მომ­ღერ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო დროს მძი­მე იყო, ერთი კვი­რის წინ კი მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გახ­და სა­ჭი­რო.

“გაფრინდა ჩემი ლამაზი გოგო…აიარა ოქროყანის აღმართი… დატოვა მხოლოდ ბოლო სურვილი-საქართველოში დაბრუნება თუნდაც სიკვდილის შემდეგ…”,- წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რამდენი კვირის წინ, მუსიკოსმა მანანა მენაბდემ მომღერალ ინგა ფერაძის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა და ამბობდა, რომ მას საზოგადოების თანადგომა სჭირდებოდა. მენაბდის თქმით, ინგა ფერაძე ბრიუსელში მოხუცთა პანსიონში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები