2024 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყება

დღეიდან პარლამენტი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვებს იწყებს.
რეალური ეკონომიკური ზრდა 2024 წელს დაგეგმილია 5.2%-ის ფარგლებში. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც მომავალ წელს იზრდება პენსიები, სოციალური დახმარება. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 1,6 მილიარდი ლარია გამოყოფილი, ასევე, თანხები გათვალისწინებულია დევნილთა სახლების უზრუნველყოფისთვის.

გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 470,0 მლნ ლარზე მეტით. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან 2024 წელს მიიმართება 6,0 მილიარდ ლარზე მეტი. ასევე, თანხები გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის, სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის, გარემოს დაცვის პროგრამებისთვის, ასევე, კულტურისა და სპორტის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები