გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2023“  აღინიშნება

გორში დღეს, 8 ოქტომბერს ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2023“  აღინიშნება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები და აქტივობები.

“მთელის დღის განმავლობაში ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა, კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტურისტული კუთხე – „ჯიპ – ტური“ და გაიმართება კონცერტები.

„გორის დღე 2023 “- ს გალა-კონცერტი დაასრულებს. კონცერტში, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებენ „ქიმერა“, ადგილობრივი ბენდი SOFT WAVE და მუსიკალური ჯგუფი „მგზავრები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები