ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდეს მარიამ ჯაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან”, – მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლება, მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირდება. მარიამ ჯაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ “სოლიდარობის ფონდს” უხელმძღვანელებს.