“დახმარებას დაგვპირდა თითქმის ყველა საკითხზე, რაც შეხვედრაზე დაისვა” – ბჟანიამ პუტინთან შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, 4  ოქტომბერს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილებოდა.

ამის შესახებ მან Apsnypress-თან საუბარში თქვა.

„რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ჩვეულებრივ ხდება აფხაზეთთან მიმართებით, ძალიან ყურადღებიანი იყო ყველა საკითხის მიმართ. მან მხარდაჭერა დაგვპირდა, თითქმის ყველა საკითხზე, რაც შეხვედრაზე დაისვა“, – განაცხადა ბჟანიამ.

ე.წ. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას ენერგომომარაგების სფეროში.

„ასევე, განვიხილეთ რესპუბლიკის გაზიფიცირებისა და ელექტროენერგიის გამომუშავების სადგურზე. ეს იდეა ასევე მხარდაჭერილი იქნა რუსეთის პრეზიდენტის მიერ. ჩვენ ვთხოვეთ დახმარება მდინარე გუმისთაზე ახალი მოქმედი ხიდი კაპიტალური რემონტის და ახალი ხიდის მშენებლობაში. ასევე, გაჟღერდა კოდორის ხეობაში სოხუმის სამხედრო გზის კაპიტალური შეკეთების აუცილებლობა და ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გაგება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან”,- თქვა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები