თორნიკე რიჟვაძე თურქეთის ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა და საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა.

შეხვედრისას თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა, მათ შორის ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული მიმართულებით.

შეხვედრას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორი ტუბა ოზუტოკი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები