“ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის განთავსება ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა” – შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აცხადებს, რომ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ფლოტის ბაზირების პუნქტის გახსნა “გუშინდელი დღის გადაწყვეტილება არ არის”.

ამის შესახებ მან მედიაკლუბ Апсны.Иахьа-თან ინტერვიუში თქვა.

„ეს შეთანხმება დღეს არ მიღწეულა, წინა ერთობლივ შეხვედრებზე იქნა მიღწეული და ახლა, ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ გადაწყვეტილებას”, – თქვა მან.

შამბას თქმით, აფხაზეთისთვის ეს არის რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებების განხორციელება.

„აფხაზეთში რუსული სახმელეთო, საზღვაო და სხვა დანაყოფების ყოფნაში ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს ვხედავთ. ჩვენ მიერ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აგრესიის შემთხვევაში შეგვიძლია, ჩვენი მოკავშირის და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ეს პირდაპირ წერია ჩვენ მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში“, – აღნიშნა შამბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები