გივი მიქანაძე: წინასწარ ვერაფერს ვიტყვით – ველოდებით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი გადმოინაცვლებს პარლამენტში

“ჩვენ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. ველოდებით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი გადმოინაცვლებს პარლამენტში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ეს საკონსტიტუციო განხილვა მომხდარიყო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დრო აჩვენებს პროცესები თუ როგორ განვითარდება.

„ამდენად, ჩვენ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. ველოდებით, რომ ეს პროცესი გადმოინაცვლებს პარლამენტში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ეს საკონსტიტუციო განხილვა მომხდარიყო და მნიშვნელოვანია, სწორი, ობიექტური შეფასება მოხდეს იმის, რაც პრეზიდენტის მოქმედებასთანაა დაკავშირებული. მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია – ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს, გამომდინარე აი, ამ სამი დღის განმავლობაში რა არგუმენტებსაც ვისმენდით მმართველი გუნდისგან. პრეზიდენტის წარმომადგენლებმა საპირწონე არგუმენტი ერთიც კი ვერ წარმოადგინეს. დრო გვაჩვენებს, თუ როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ოპოზიციაში რომ უნდობლობაა, ეს ცხადზე ცხადია“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები