რატი იონათამიშვილი – პრეზიდენტის წარმომადგენლებზე: საკუთარ პროფესიულ რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები საკუთარ პროფესიულ რეპუტაციას ზიანს აყენებენ.
„ამ სამმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ ლოგიკური მხოლოდ ერთი შინაარსის გადაწყვეტილება იქნება და ოფიციალურად დადასტურდება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა. ზუსტად ეს ჩანს პრეზიდენტის წარმომადგენლების ოპონირებით საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლებიც საკუთარ პროფესიულ რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ“, – აცხადებს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.