“წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე გქონდათ თქვენს პრეზიდენტთან კომუნიკაცია და იცით, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, კი ბატონო, არც ეგაა პრობლემა, ამ ვეტოსაც დავძლევთ” – გივი მიქანაძე ოპოზიციას
“წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან კომუნიკაცია და იცით, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
„რა საჭიროა ახლა ამ კანონპროექტის მიღებაო, რომ მეკითხებით – ძალიან კარგად იცით ის გარემოება, რომ ოქტომბერ- დეკემბერზეა დესტაბილიზაციაზე საუბარი. თქვენ ამით ხაზს უსვამთ, როგორ არ გადარდებთ საზოგადოების უსაფრთხოება და ინტერესები. რაც შეეხება ვეტოს, წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან, კომუნიკაცია – თქვენს პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ თქვენს გუნდშია გადმობარგებული ცალსახად. თქვენ იცით, რომ ვეტოს დაადებს. წამოგცდათ ეს და მერე შეეცადეთ, რომ რაღაცნაირად გაგეფორმებინათ. კი ბატონო, არც ეგაა პრობლემა, წინასწარვე გეტყვით, რომ ამ ვეტოსაც დავძლევთ“,- განაცხადა მიქანაძემ.