“პრეზიდენტი გამოვიდა 26 მაისს სამარცხვინოდ, ბოდიში მოუხადა მთავრობის საქმიანობისთვის 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს, ამის შემდეგ როგორ უნდა ენდოს მთავრობა მას?!” – ირაკლი კობახიძე

„პრეზიდენტი გამოვიდა 26 მაისს სამარცხვინოდ, ბოდიში მოუხადა მთავრობის საქმიანობისთვის 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ როგორ უნდა ენდოს მთავრობა მას?!“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ არსებობს ნდობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს. პრეზიდენტი გამოვიდა მაგალითად 26 მაისს სამარცხვინოდ, ბოდიში მოუხადა მთავრობის საქმიანობისთვის 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ როგორ უნდა ენდოს მთავრობა პრეზიდენტს?! ნდობაზეც არ არის საუბარი, საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ხაზს კვეთს, ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი. მთავრობას აქვს ნული ნდობა პრეზიდენტის მიმართ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მიღებას. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით და თქვენ იცით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიზანი, ეს არის ის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. როგორ შეიძლება, მთავრობამ მიანდოს პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში ისეთი საქმეების კეთება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. შესაბამისად, აქ სამართლებრივი პოზიციებიც არის მყარი და პოლიტიკური მიზანშეწონილობითაც მყარია პოზიციები“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები