ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ამის შესახებ მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს არასერიოზული შეკითხვაა. იცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან საკუთარი ნებითა და სურვილით. მეც ვიყავი ბილბორდებზე გამოკრული (ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დროს), მაგრამ 2019 წლიდან იყო გარკვეული მოვლენები, რის გამოც 2021 წლიდან პრეზიდენტი გადაერთო რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგზე “, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები