“არ ვეთანხმები თეზისს, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ის ცვლილება, რაც რესპუბლიკაში მოხდა, ამ ტერმინს არ შეესაბამება” – ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია არ ეთანხმება თეზისს, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
როგორც მან “იზვესტია”-სთან ინტერვიუში თქვა, რუსეთის მიერ “აფხაზეთის აღიარების შემდეგ” სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ე.წ. რესპუბლიკა განვითარდა, რაც ტერმინ ოკუპაციას არ შეესაბამება.
“საქართველოსთან ურთიერთქმედება მხოლოდ ერთი მიმართულებით არსებობს – ეკონომიკის თვალსაზრისით, ენგურჰესის კუთხით. ჩვენ ერთობლივად ვიყენებთ ამ სადგურზე, კაშხალი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, თავად სადგური კი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, გარდა ჟენევის დისკუსიებისა – კონტაქტები პრაქტიკულად არ არის.
ჩვენ ვერ დავეთანხმებით თეზისს, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ეს, რა თქმა უნდა, არანაირად არ შეესაბამება რეალობას. მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ამაზე საუბარია მნიშვნელოვანი, რადგან ამ თეზისს მხარს უჭერენ საქართველოს მოკავშირეები – შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. ძალიან მოკლედ გითხარით, რა ცვლილებები მოხდა ჩვენს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის აღიარების შედეგად. ეს რამენაირად ჯდება ტერმინ „ოკუპაციასთან“? ასე რომ, სასაცილოც კი არ არის, მაგრამ, დაე, ასე იფიქრონ”, – თქვა მან.