30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალმა 9 580.6 მლნ. ლარი შეადგინა

2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალმა 9 580.6 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან სახელმწიფო საშინაო ვალის მთლიანი მოცულობა შეადგენს 2 359.7 მლნ ლარს, საგარეო ვალმა კი – 7 220 9 მლნ ლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვის მდგომარეობით, ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე 383.1 მლნ ლარი მიიმართა. საშინაო ვალის დაფარვაზე მიიმართა 16.0 მლნ ლარი, ხოლო მომსახურებისათვის – 50.1 მლნ ლარი.
რაც შეეხება საგარეო ვალს, მისი დაფარვისათვის 2014 წლის 6 თვეში მიიმართა 247.9 მლნ, ხოლო მომსახურებისათვის – 69.1 მლნ ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები