ჭიათურაში ახალი თოჯინური თეატრი პრემიერით გაიხსნა

ჭიათურაში ახალი თოჯინური თეატრი პრემიერით გაიხსნა.
მაყურებელმა სპექტაკლი -“უღუ და თეთ” ნახა.
ნინო ნაკაშიძის მოთხრობის მიხედვით, წარმოდგენა რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ განახორციელა.
პრემიერას და განახლებული თოჯინების თეატრის გახსნის ცერემოანიას წინ თეატრალიზებული წარმოდგენა უძღოდა.
ახლად რეაბილიტირებულ თეატრს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ესტუმრა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას და, განსაკუთრებით, ბავშვებს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა.
თოჯინების თეატრი მდებარეობს კულტურულ-შემოქმედებით ცენტრში, რომელსაც კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა:
მოეწყო სცენა, არსებული სკამები შეიცვალა ახლით , განახლდა იატაკი, დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების სისტემა.
მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პრემიერას მე-12 სპეციალიზებული სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები