ლანჩხუთის მერია: სოფელ ხორეთში სტიქიამ დროებითი გადასასვლელი ხიდი დააზიანა – უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა

ლანჩხუთში, სოფელ ხორეთში სტიქიამ დროებითი გადასასვლელი ხიდი დააზიანა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა, თუმცა მანამდე ისევ დროებითი გადასასვლელი გზის  მოწყობაა საჭირო, რათა მოსახლეობამ გადაადგილება შეძლოს.

„8 სექტემბრის სტიქიამ სოფელ ხორეთში ხიდი დააზიანა. მოეწყო დროებითი გადასასვლელი გზა, რათა მოსახლეობას გადაადგილება შესძლებოდა. აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა და 4 დღეში დროებითი ხიდი მოაწყო, რაზედაც ფინანსური რესურსი არ დახარჯულა.  3 ოქტომბრის სტიქიამ აღნიშნული გადასასვლელი დააზიანა და დღეს ამ დროებით ხიდზე  გავლა შეუძლებელია.

დაწყებულია ძველი ხიდის დემონტაჟი და უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა, თუმცა მანამდე ისევ დროებითი გადასასვლელი გზის  მოწყობაა საჭირო, რათა მოსახლეობამ გადაადგილება შეძლოს. მობილიზებულია ტექნიკა და საჭირო ინფრასტრუქტურული მასალები, რათა დროულად მოხდეს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები