ხელვაჩაურის მერი: ადიდებულია მდინარე ყოროლისწყალი – კოტეჯები არ ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული

ხელვაჩაურში, უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა. დაიტბორა კოტეჯები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე აცხადებს, კოტეჯები, რომლებიც ადიდებულმა წყალმა დატბორა, არ ფუნქციონირებს, ვინაიდან ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

“ადიდებულია მდინარე ყოროლისწყალი თავისი შენაკადებით. ჩვენ, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ადგილზე ვიმყოფებით და ვსწავლობთ ვითარებას. კოტეჯები არ ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ამასთან დაკავშირებით განცხადებას დამატებით გავაკეთებთ,”- აცხადებს დიასამიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები