აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფილიპ გუიტარდს შეხვდა

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ფრანგული კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცეპრეზიდენტს − ფილიპ გუიტარდს შეხვდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

“შეხვედრაზე აჭარაში საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. კომპანია Veolia group ენერგეტიკის, ნარჩენებისა და წყლის მართვის სფეროში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობს.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის და კომპანიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები