ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა – შექმნილია საგანგებო შტაბი (ფოტო, ვიდეო)

ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ხორეთში მდინარემ წაიღო დროებითი გზა, დატბორილია ოჯახები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

მათივე ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი. მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან.

სოფლებში იმყოფება ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები