გიორგი ვოლსკი: სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერებით დასტურდება ის, რასაც ძალიან დიდი ხანია, ვამბობდით

“ჩანაწერებით დასტურდება ის, რასაც ძალიან დიდი ხანია, ვამბობდით, მე არ ვიცი, სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ეს ჩანაწერები და კიდევ რა მასალები გააჩნია უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ აქ უკვე ორი აზრი აღარ დარჩა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთოს.

„ლაპარაკია იმაზე, რომ ამას ახალგაზრდები უნდა შეეწირონ. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე არის ნათქვამი, რომ სტუდენტები არის ის ძალა, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, შეუძლიათ, გამოვიდნენ მანიფესტაციაზე და არეულობისთვის სწორედაც ახალგაზრდული ენერგია უნდა იყოს გამოყენებული. ეს ინსტრუქტაჟი არ კეთდება ჩვენთვის უცნობი ადამიანებისათვის. შეკრებილი ჰყავთ გარკვეული საზოგადოება, ის ადამიანები, ვინც დესტაბილიზაციის განვითარების სათავეში უნდა მოექცნენ. ცნობილია ყველაფერი, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია თუ ექნებათ ესეც მოსასმენია, მაგრამ მგონი, უკვე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს საზოგადოებამ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები