პარლამენტი 6 თვის ბიუჯეტის შედეგებს განიხილავს

პარლამენტი 2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის შედეგებს განიხილავს. საკომიტეტო მოსმენები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრების ერთ-ერთი მთვავარი კითხვა იქნება, თუ რატომ არის პრობლემა დაგეგმილი თანხების ათვისებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აინტერესებთ მთავრობისგან, თუ რა არგუმენტები იქნება წარმოდგენილი დაგეგმილი თანხების ათვისების პრობლემაზე.
„ჩვენ უფრო მეტ აქცენტს სოფლის მეურნეობის კუთხით გავაკეთებთ. წინასწარი მონაცემებით, რაც გვაქვს მოწოდებული ფინანსთა სამინისტროდან, ჩვენ განგვაწყობს ძალიან კრიტიკულად“, – განაცხადა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აბულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები