დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
“გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატები. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ფაქტობრივად ყველა უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით მიმდინარეობს, რაც ახალი სიტყვაა და კიდევ უფრო ახალ საფეხურზე აჰყავს არჩევნების მიმდინარეობს პროცესი“, – აღნიშნა სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.