შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. როგორც უწყებაში განმარტავენ, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად 1989 წელს დაბადებული ავთანდილ ც. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქობულეთში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდით და 35 ცალი საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=K33XkxewVO4&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]