საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია ბურიჩს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროპის საბჭოს ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა, აგრეთვე, გამოთქვა ნდობის აღდგენის მექანიზმების გაგრძელების მზადყოფნა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები. პარლამენტის თავმჯდომარემ მარია ბურიჩს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის პარტნიორობას, ასევე ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების მნიშვნელობას. შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის ფარგლებში შედგა. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მაია ბითაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები