საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით ირლანდიაში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ირლანდიაში იმყოფება.
პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე.
პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ის ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. საქართველოს მხრიდან დელეგაციის წევრები არიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, – საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე. სამუშაო ვიზიტი ირლანდიაში 29 სექტემბერს დასრულდება.