“საქართველო ევროკავშირში შესვლას უახლოეს ათწლეულში ვერ შეძლებს” – ვაზაგოვი
“საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღება არ აძლევს მას საერთაშორისო ალიანსში შესვლის გარანტიას”, – თქვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა იური ვაზაგოვმა.
„საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი მისთვის ისეთივე „სატყუარა“ გახდა, როგორც ნატოში გაწევრიანება. წელსაც რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს ათწლეულებში შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას”, – მიიჩნევს ვაზაგოვი.
მაგალითის სახით მან თურქეთი მოიყვანა, რომელიც “ამ სტატუსშია წლებია, იმყოფება და არ არის იმის შანსი, რომ მისთვის სიტუაცია შეიცვალოს“.
პოლიტოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “საქართველო არჩეული გზის მძევლად იქცა, როდესაც პოლიტიკური ელიტები გარე მოთამაშეების დახმარებით ცდილობდნენ პრობლემების მოგვარებას”.