თურქეთი მზად არის, “3+3” პლატფორმას უმასპინძლოს, რომელშიც საქართველო მონაწილეობაზე უარს ამბობს

თურქეთი დაინტერესებულია რეგიონული “3+3” პლატფორმის გააქტიურებით და არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, უმასპინძლოს სამიტს.

ამის შესახებ რუსულ მედიას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყარომ განუცხადა.

„როგორც ამ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ რეგიონულ თანამშრომლობას. ამ ფორმატის თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს ვხედავთ თურქულენოვანი ქვეყნების მაგალითზე, როდესაც რეგიონულ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ საერთო ფესვები, ერთმანეთთან დამაკავშირებელ პრობლემებს აგვარებენ, აწყობენ გეგმებს, ზრდიან სავაჭრო ბრუნვას და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ამ ფორმატის გააქტიურების მომხრე ვართ, არაერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა ვუმასპინძლოთ სამიტს უმაღლეს დონეზე“, – ამბობენ ადმინისტრაციაში.

პლატფორმა “3+3” გულისხმობს თანამშრომლობას საქართველოს, რუსეთს, თურქეთს, ირანს, აზერბაიჯანს, და სომხეთს შორის.

თბილისი უარს ამბობს ამ პლატფორმაში მონაწილეობაზე.

26 სექტემბერს სატელეფონო საუბრების დროს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა 3+3 საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობის გააქტიურების მიმართ ინტერესი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები