ბაიდენი მიჩიგანში პროფკავშირების პროტესტს შეუერთდა

US President Joe Biden addresses striking members of the United Auto Workers (UAW) union at a picket line outside a General Motors Service Parts Operations plant in Belleville, Michigan, on September 26, 2023. Some 5,600 members of the UAW walked out of 38 US parts and distribution centers at General Motors and Stellantis at noon September 22, 2023, adding to last week's dramatic worker walkout. According to the White House, Biden is the first sitting president to join a picket line. (Photo by Jim WATSON / AFP) (Photo by JIM WATSON/AFP via Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიჩიგანში საავტომობილო ინდუსტრიის მუშაკთა გაერთიანების (UAW) აქციას შეუერთდა და გაფიცულთა მოთხოვნას ხელფასების 40%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების ლიდერმა პიკეტის ხაზში 87 წამი დაჰყო.

როგორც CNN-ი წერს, ბაიდენი ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში პროფკავშირების პიკეტს შეუერთდა.

„ხალხო, თქვენ ბევრჯერ გსმენიათ ჩემი ნათქვამი, ეს ქვეყანა უოლ სტრიტს არ აუშენებია, საშუალო ფენამ ააშენა, ხოლო საშუალო ფენა – პროფკავშირებმა ააშენეს!

ეს ფაქტია, ასე რომ გავაგრძელოთ. თქვენ იმსახურებთ იმას, რაც გამოიმუშავეთ და გაცილებით მეტი გამოიმუშავეთ, ვიდრე ხელფასს იღებთ“, – მიმართა ბაიდენმა აქციაზე შეკრებილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები