თბილისში, ღია ცის ქვეშ, სიმონე ძანკინის სოლო კონცერტი გაიმართება
28 სექტემბერს, 17:30 საათზე, ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები“ (Serate Verdi) წარმოადგენს, იტალიელი კომპოზიტორის და შემსრულებლის სიმონე ძანკინის სოლო კონცერტს, ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ღია ცის ქვეშ, ჩამავალი მზის სხივით განათებული ნარიყალის ხედის ფონზე გაიმართება. მსმენელს ელის მშვენიერი მუსიკა და სუფთა პაერი
ფესტივალი იმართება თბილისის მერიის და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით.