მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 19 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა.
ამის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ხაჩატრიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 19 ათასიდან 2 500 ადამიანი უკვე იმყოფება განლაგების ადგილზე.
“გორისში ამ დროისთვის 1200 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამოსახლების პროცესში არიან, ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო სჭირდება. დანარჩენებმა თქვეს, რომ შესაბამისი საცხოვრებელი ადგილი აქვთ. მათ თქვეს, რომ ჩვენი მხარდაჭერა არ სჭირდებოდათ”,- თქვა ხაჩატრიანმა.