აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, ასევე, მიმართავს, თავი შეიკავონ შემდგომი საომარი მოქმედებებისგან, უზრუნველყონ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადების კომენტირებისას, რომ მოსკოვმა კუხო-ს სტატუსის მიუხედავად ერევნის დაცვა ვერ შეძლო, მილერმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციამ „აჩვენა, რომ ის არ არის სანდო პარტნიორი უსაფრთხოების საკითხებში, რომლის იმედიც შეიძლება გქონდეს”.
კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს შეერთებული შტატები ყარაბაღში სიტუაციის საერთაშორისო მონიტორინგის იდეას, მილერმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო მისიის შექმნას, რომელიც დაეხმარება ადგილობრივი სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას აზერბაიჯანის განცხადებების შესაბამისად.
„საერთაშორისო მისია აქტიურად განიხილება. მე არ მაქვს განცხადებები ამ დისკუსიებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ასეა – ჩვენ დიდი ხანია მოვუწოდებთ შეიქმნას ასეთი მისია და ვმუშაობთ ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მის უზრუნველსაყოფად”,- თქვა მან.