ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეათე საიუბილეო სეზონს აღნიშნავს

30 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების მეათე საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად ბათუმში გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კლასიკური მუსიკის ფესტივალი მეათე საიუბილეო წელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს მსმენელს და უმასპინძლებს მრავალ ქვეყანას, მათ შორის – ცნობილ ხელოვანებს სომხეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან და აზერბაიჯანიდან. ფესტივალზე გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა პიანისტებისთვის, რომელთაც მაესტრო მიშელ სონი თავისი ინოვაციური მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩაატარებს.
„დაარსების დღიდან, ფესტივალის მთავარი მისიაა ქვეყნის საერთაშორისოდ წარმოჩენა და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა; ფესტივალი წარმოადგენს ახალგაზრდა ტალანტებისთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც წელს მეექვსედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი და იმართება საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაცია ფესტივალის შესახებ იხილეთ ბმულებზე: https://batumimusicfest.ge/; https://www.facebook.com/batumimusicfest.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები