აშშ უკრაინას ენერგოსისტემისთვის 522 მილიონ დოლარს გამოუყოფს

უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კიევი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად აშშ-სგან 522 მილიონ დოლარს მიიღებს.

ამის შესახებ Reuters-ი უკრაინაში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა მიიღებს 422 მილიონ დოლარს ენერგეტიკის სფეროში ახალი დახმარების სახით და დამატებით 100 მილიონი დოლარი დაექვემდებარება გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას, რეფორმების ჩათვლით.

უკრაინისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარების ერთ-ერთი მიზანი, რუსეთის მიერ ქვეყნის ელექტროსადგურებსა და ტრანსფორმატორებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმებია, რომლებმაც გასული წლის ზამთარში მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

მას შემდეგ უკრაინამ ფართო რეაბილიტაცია ჩაატარა, თუმცა ოფიციალური პირები ქვეყანას ამ ზამთარში ახალი თავდასხმების შესახებ აფრთხილებენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები