„სადაც სახლი მელოდება“ – პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება

28 სექტემბერს. 18:00 საათზე,  სოხუმის დრამატულ თეატრში გაიმართება პოეტური კრებულის „სადაც სახლი მელოდება“ წარდგენა, რომელიც ეძღვნება აფხაზეთის ტრაგედიის 30-ე წლისთავს…
„ამ დღეს მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, დადგებიან ერთად აფხაზეთისთვის!
ეს იქნება ტკივილის, მონატრების, აფხაზეთში შექმნილი რეალობის პროტესტის, მომავლის იმედის, საქართველოს ერთიანობის საღამო. წარმოდგენილი იქნება წიგნი „სადაც სახლი მელოდება”, რომელშიც 137 ავტორის შემოქმედებაა შესული.
ცნობილი მომღერლები უმღერებენ აფხაზეთს,
ცნობილი მხატვრები წარმოგვიდგენენ საკუთარ ნამუშევრებს აფხაზეთის თემაზე.
სანამ ჩვენ ვიქნებით ერთად, სანამ ჩვენს გულში სანთლად ანთია აფხაზეთი, სანამ სისხლით იწერება სტროფები… და ვიდრე გვტკივა… ვერავინ წაგვართმევს! ვერავინ მოგვერევა! მოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები, შეაყვარეთ, არ დაავიწყო აფხაზეთი. გელოდებით“! – წერს კრებულის იდეის ავტორი, მწერალი ბელა ალანია.

მის: უზნაძის 68.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები