“რუსული არმია უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს აგრძელებს” – გაეროს ანგარიში

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან არსებული უკრაინაში დარღვევების გამოძიების დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ მორიგი რეგულარული ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული,  „არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ რუსული სამხედრო ძალები უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან, მათ შორის, უკანონო თავდასხმებს ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით, თავდასხმებს, რომლებიც აზიანებენ მშვიდობიან მოსახლეობას, წამებას, სექსუალურ და გენდერულ ძალადობას და თავდასხმებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.

“ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩატარებული გამოძიება მიუთითებს რუსი სამხედროების მიერ წამების ფართო და სისტემატურ ხასიათზე იმ პირთა მიმართ, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმირებაში არიან ბრალდებული. ზოგიერთ შემთხვევაში წამება სისასტიკით გამოირჩეოდა და გარდაცვალებასაც იწვევდა. ერთმა დაზარალებულმა, რომელიც ელექტროშოკით აწამე, თქვა: „ყოველ ჯერზე, როცა ვპასუხობდი, რომ არაფერი ვიცოდი ან მახსოვს, ელექტროშოკს იყენებდნენ.. არ ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ყველაფერი. უსასრულობას ჰგავდა”. კომისიამ დაადგინა, რომ რუსი ჯარისკაცები ხერსონის რეგიონში 19-დან 83 წლამდე ასაკის ქალებს აუპატიურებდნენ და სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ. ხშირად ოჯახის წევრებს გვერდით ოთახში აკავებდნენ და აიძულებდნენ მოესმინათ ეს დარღვევები”,- ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები