რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობა“კრიმინალების პარტიაა

„ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალების პარტია და კრიმინალური სინდიკატი. ფაქტობრივად, მათი ლიდერი არ არის დარჩენილი, რომელიც ნასამართლევი არ იყოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, მათ წინააღმდეგ მძიმე ვერდიქტები არსებობს.

“მძიმე ვერდიქტები არსებობს მათ წინააღმდეგ არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ – ევროპულ სასამართლოშიც, რომელსაც 100-მდე საქმეზე ჰყავს გასამართლებული „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ადამიანებს თუ სურთ, რომ ხელი გამოიშვირონ სხვისკენ, კრიმინალური ბუნება და კრიმინალური საქმიანობა საკუთარ თავში და ბუდეში მოიკითხონ პირველ რიგში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები