დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტიც, რადიკალური ოპოზიციაც, ერთი მიმართულებით მიცურავენ
“პრეზიდენტიც, რადიკალური ოპოზიციაც, ერთი მიმართულებით მიცურავენ და ამ მიმართულებას ჰქვია დესტაბილიზაცია და რადიკალიზაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონებს არღვევს.
„სავარაუდოდ, პრეზიდენტს, კონსტიტუციიდან დაწყებული, ყველა კანონის და ნორმატიული აქტის დარღვევა აქვს გადაწყვეტილი, რადგან კონსტიტუციით დაიწყო, ეს საზოგადოებამ დაინახა და დღეს უკვე კანონებს არღვევს. ეს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ პრეზიდენტიც, რადიკალური ოპოზიციაც, ერთი მიმართულებით მიცურავენ და ამ მიმართულებას ჰქვია დესტაბილიზაცია და რადიკალიზაცია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.