უკრაინამ 1-24 სექტემბრის პერიოდში 1,57 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა.
შესაბამის მონაცემს ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, – წერს Reuters-ი.
აღნიშნულია, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდში, როდესაც ძალაში მარცვლეულის გარიგება იყო, 3,21 მილიონი ტონა მარცვლეულის გატანა მოხერხდა.
სააგენტოს წყაროები აღნიშნულს უკავშირებენ უკრაინის საზღვაო პორტების ფაქტობრივ ბლოკადას და დუნაის პორტების დაბომბვას, თავად სამინისტრო ექსპორტის შემცირებას არანაირად არ ხსნის.
მიმდინარე წლის ივლისიდან უკრაინამ 6,2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ არც ისე ბევრად ნაკლები – მაშინ 7,5 მილიონი იყო.
ამ სეზონზე უკრაინამ საზღვარგარეთ უკვე თითქმის 3 მილიონი ტონა ხორბალი, 2,5 ტონა სიმინდი და 599 ათასი ტონა ქერი გაიტანა.