„აფხაზეთი საქართველოა“ – ბარბარე ხანთაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება
27 სექტემბერს, 15:00-იდან 20:00 საათამდე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბარბარე ხანთაძის პერსონალური გამოფენა: „აფხაზეთი საქართველოა“ გაიმართება.
ბარბარე ხანთაძე მე-60 საჯარო სკოლის მე-11 კლასის და თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის №1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეა.
როგორც „კვირას“ თავად მხატვარმა აცნობა, ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა, ნამუშევრების უმრავლესობა კი აფხაზეთის თემაზეა შექმნილი.
ბარბარე ხანთაძე 2016 -2018 წლებში ხელოვნების სახლში „დეფანი“ სწავლობდა, 2018-2020 წლებში – ზალიკო სულაკაურის სტუდიის მოსწავლე, 2021 წლიდან დღემდე კი, თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის №1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეა.
2017 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში:
ზ. სულაკაურის სტუდიის საიუბილეო გამოფენა – 2019;
გამოფენა „შემოდგომა” – 2020, 2021;
„თბილისობა” (სამხატვრო სკოლა) – 2021, 2022;
„მე მინდა საქართველო მიცნობდეს” (სასტუმრო „ბილტმორი“) – 2022, 2023,
„დეკორატიული ნატურმორტი“ (ეროვნული ბიბლიოთეკა) – 2022, 2023;
„დედის დღე” – 2023;
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) – 2022, .
მის: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტკოვსკაიას №61.