ბექა ოდიშარია: პრეზიდენტის გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია ადამიანურად, სამართლებრივად ხომ საერთოდ ნონსენსია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ოდიშარიას შეფასებით, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სამართლებრივად ნონსენსია.
“ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია ადამიანურად, სამართლებრივად ხომ საერთოდ ნონსენსია. რა მიზეზიც პრეზიდენტმა დაასახელა, ესეც აბსოლუტურად არ აფერხებს მოქალაქეობის შეჩერების პროცესს. ნებისმიერი დამნაშავე, ბრალდებული, ეჭვმიტანილი ერთნაირად აგებს პასუხს ქართული მართლმსაჯულების წინაშე, იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ რომელიმე სხვა ქვეყნის“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.