ბექა ოდიშარია: შალვა პაპუაშვილი ძალიან მაღალი რანგის იურისტი და ექსპერტია, მან ბევრი შრომა გასწია იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია ყოფილიყო შესრულებული
“შალვა პაპუაშვილი არის ძალიან მაღალი რანგის იურისტი და ექსპერტი. მან ძალიან ბევრი შრომა გასწია იმისათვის, რომ 12 რეკომენდაცია ყოფილიყო შესრულებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერებმა ძალიან კარგად იციან თუ როგორ უნდა იმართოს აღნიშნული მიმართულებით პროცესი.
„მან, ისევე როგორც ირაკლი კობახიძემ და სხვა ჩვენმა ლიდერებმა, ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა იმართოს ის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ვენეციის კომისიასთან. იმედია, მათგან უმოკლეს ვადაში მივიღებთ პასუხს, რათა ჩავეტიოთ იმ დროში, რომელიც ნაკარნახევია ჩვენი პარტნიორების და ევროკომისიის მიერ“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართა და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვა.