რატი იონათამიშვილი: პრეზიდენტის საყვარელ საქმიანობად საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იქცა

“ფაქტია, რომ პრეზიდენტის საყვარელ საქმიანობად საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იქცა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არათანმიმდევრული და არასტაბილური თავისი ნებით არის თუ სხვის დავალებებს ასრულებს, ამაზე პასუხი საზოგადოებამ გასცეს.

„ფაქტობრივად, მუხლი არ დარჩა კონსტიტუციაში, რომელიც მას ეხება და არ დაურღვევია. ამას ჩვენი საზოგადოება ხედავს. ასეთი არათანმიმდევრული და არასტაბილური თავისი ნებით არის თუ სხვის დავალებებს ასრულებს, ამაზე უკვე პასუხი ჩვენმა საზოგადოებამ გასცეს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები