რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეს სურს, გლდანში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკური სარჩული მისცეს, არაფერი გამოუვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ ვინმეს უნდა, ამას პოლიტიკური სარჩული მისცეს, არაფერი გამოუვა.

„ჩვენ ხშირად გვინახავს, როგორც ამ პარტიის შიგნით კრიმინალური დაპირისპირებები, ასევე მათ კრიმინალური საქმიანობიდან გამომდინარე დაპირისპირებები. თუ ვინმეს უნდა, ამას პოლიტიკური სარჩული მისცეს, არაფერი გამოუვა, ვინაიდან საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მათი კრიმინალური ბუნებისა და დანაშაულების შესახებ“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

გლდანში “ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია გლდანში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

შსს-მ გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები