ბექა ოდიშარია: წარმოიდგინეთ აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში, ვინმე რომ მუშტი-კრივით დაუპირისპირდეს პოლიციას, იქ რა მოხდება, გაცილებით მწვავე რეაქცია იქნება – ჩვენი პოლიციელები მაინც ქართველები და კაცთმოყვარენი არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

“ბატონი ეძგვერაძის ბრალდებებს მარცხნივ და მარჯვნივ, მე მის ადგილას, ცოტა დავფიქრდებოდი, იმიტომ, რომ ახლა, თუ ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერზე კახი კალაძის ხსენება უნდათ, ეს მაგათ ნამუსზე იყოს. ნებისმიერ თემას ეს 1 %-იანი და 1 კაციანი პარტიები იყენებენ იმისთვის, რომ რომ რამენაირად იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე. რაც შეეხება ნიკა მელიას თუ სხვას, რაც არ უნდა ადამიანები მავნებლები იყვნენ ან პროვოკატორები, მე ციხისთვის არავინ მემეტება, თუმცა მან მოახდინა პროვოცირება პოლიციის. იქ ჩანს, რომ პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდა. თქვენ წარმოიდგინეთ, აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში ვინმე რომ მუშტი-კრივით დაუპირისპირდეს პოლიციელს, იქ რა მოხდება, ხომ? გაცილებით მწვავე რეაქცია იქნება. ჩვენი პოლიციელები მაინც ქართველები არიან და მაინც კაცთმოყვარენი არიან”, – აცხადებს ოდიშარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები