კახა კალაძე: სალომე ზურაბიშვილი აიხლართა რაღაც მზაკვრულ გეგმებში
“სალომე ზურაბიშვილი თავის რაღაც მზაკვრულ გეგმებში აიხლართა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი კანონს არღვევს.
„ჯერ იყო კონსტიტუცია დაარღვია, ვნახეთ ყველამ ეს ყველაფერი. ახლა არღვევს კანონს. მე არ ვიცი, რას ფიქრობს ზოგადად ეს ადამიანი, საოცრებებს აკეთებს. არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით მის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.