არჩილ თალაკვაძე: ყველა ევროპულ ინსტიტუტთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა

“უკვე მერამდენედ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი პარლამენტში, აკეთებს დემონსტრირებას, რომ გვაქვს გახსნილი პოზიცია თანამშრომლობისთვის, ყველა ევროპულ ინსტიტუტთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„იქნება ეს არჩევნებზე დაკვირვება, იქნება ეს საკანონმდებლო რეფორმები, ვენეციის კომისიასთან პოზიციების გადამოწმება და შეფასებების გათვალისწინება. ახლაც, როდესაც ევრორეკომენდაციებს ეხება საკითხი, ჩვენ პროაქტიულად გადავგზავნეთ ეს დოკუმენტები რომ სალაპარაკო არ იყოს და სპეკულაციებისთვის სივრცე არ დარჩეს. როგორც კი მივიღებთ ამ შეფასებებს, რა თქმა უნდა ევროპელებთან შეთანხმებით გავაკეთებთ ამ რეფორმებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები