მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტი პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ყოველთვის კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს

ერთგვარი დამახასიათებელი ნიშანი გახდა პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკის წარმოებისა, რომ თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ანიჭებს მას შესაძლებლობას, რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, ის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ყოველთვის კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს. ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უგულებელყოფაა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ეს სტილი ჰქონდა ნაცმოძრაობის მმართველობას, პირადად სააკაშვილს. ვიდრე ბრალმდებლის როლში წარმოდგება პრეზიდენტი, უნდა გაითვალისწინოს, აქვს თუ არა საკმარისი საფუძველი, რომ ვინმეს ბრალი წაუყენოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები