ირაკლი კობახიძე – შოვის სტიქიაზე: ის, რომ თითქოს 2021 წელს პროგნოზირებული იყო სტიქია, არის სამარცხვინო ტყუილი, როგორ შეიძლება, მყინვარიდან ყინულის მოწყვეტა 2 წლით ადრე გათვალო

ის, რომ, თითქოს 2021 წელს იყო პროგნოზირებული სტიქია, ეს არის სამარცხვინო ტყუილი, როგორ შეიძლება, მყინვარიდან ყინულის მოწყვეტა 2 წლით ადრე გათვალო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.

„მეორე ტყუილი იყო, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლების დროს შეიცვალა მდინარის კალაპოტი, ესეც სამარცხვინო ტყუილი ოპოზიციის მხრიდან. 60-იან წლებში მომხდარ ამბავზეა საუბარი და თითქოს ახლა ამ ხელისუფლებამ გააკეთა ეს ყველაფერი. კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი – თითქოს კოტეჯების აშენებაზე ნებართვა ჩვენი ხელისუფლების დროს გაიცა. მეოთხე სამარცხვინო ტყუილი – ბიძინა ივანიშვილმა მოჭრა ტყე. სულ რომ გინდოდეს, იქ ფიზიკურად ვერ მოჭრი ტყეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ერთი თვის განმავლობაში არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შოვში არ ჩასულა, გარდა შალვა ნათელაშვილისა.

„ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც შოვში ჩავიდა, იყო შალვა ნათელაშვილი. იქ რომ ჩასულიყავით ამდენ სისულელეს არ იტყოდით. ზუსტად იმიტომ არ ჩახვედით, რომ ამდენი სისულელე დაგრჩენოდათ სათქმელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები